იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 55-63-77-87-130 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ პრიზიორები
20 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 77 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ანრი ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი 3:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
87 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლუკა კოჩალიძემ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს აბდურახმან აბდულხადიროვთან აშკარა უპირატესობით, 8:0 გაიმარჯვა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
130 კგ წონით კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში საბა ფურცელაძემ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ბელორუს ვიაჩესლავ ფედარინას 8:3 მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
55 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავემ, კობა ქარუმიძემ, რეპეშაჟის ნახევარფინალში სომეხი ლევონ ღაზარიანი 3:1 დაამარცხა, რეპეშაჟის ფინალში კი უკრაინელ ნაზარიი ბარინსკის 4:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხვალ ოქროს მედლისთვის ალექსანდრე რუსიტაშვილი (72კგ) იჭიდავებს, ვახტანგ ლოლუა (60კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის. ანრი ხოზრევანიძე (67კგ) ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იჭიდავებს