GE EN FR
სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი: „ქოცები იგივე ნაცები“ - ეს ტიპიური რუსული ტექნოლოგიაა, გაათანაბრონ ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები

ჩვენი სიმბოლო ხუთჯვრიანი დროშაა, ქოცების სიმბოლო წყალში მოტივტივე ხეებია, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1714847626

იაგო ხვიჩია: სპორტსმენები ვერ და არ გააკეთებენ იმას რაც პოლოტიკოსების გასაკეთებელია - არ დაგავიწყდეთ მათი მოედანი არაა ეს

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპორტსმენების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

1714812673

მიხეილ სარჯველაძე: „სახელმწიფო, უწყვეტად, სწრაფი ტემპით ვითარდება ევროპული მიმართულებით“

 „ საქართველოს ევროპეიზაციისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, უამრავი რამ გააკეთა. სახელმწიფო, უწყვეტად, სწრაფი ტემპით ვითარდება ევროპული მიმართულებით. თუმცა, თუ ევროპაში გვინდა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ შემდგარი სახელმწიფო. შემდგარი სახელმწიფო ნიშნავს საკუთარი კონსტიტუციის პატივისცემას, საკუთარი სუვერენიტეტის პატივისცემას. არავისთვის დასათმობი ეს არ არის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

1714810049

მიხეილ სააკაშვილი: ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს!

ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

1714741277

იაგო ხვიჩია: ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რუსული კანონი, რუსული ფული -გიჟობას იძახის ხალხი, რომელიც პუტინისგან, რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დროა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა, რომელიმე პოლიტიკურმა ძალა

1714736688

კახა კალაძე: გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს.

1714732130

მამუკა ხაზარაძე: მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს - პოზიცია რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!

"მინდა მივმართო დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში, თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ ანადგურებს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე ნაშენებ მეგობრობას და დაუცველს ტოვებს საქართველოს. - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე განცხადებაში წერს.

1714731072

კახა კალაძე სპორტსმენების მოწოდებებზე: მეც ვუერთდები მოწოდებას "არა რუსულ კანონს", ამ ქართულ კანონს კი, აუცილებლად მივიღებთ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონებს არასდროს მიიღებს.

1714730256

პრემიერი: დერეკ შოლესთან გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც აშშ-ის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა

ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

1714727473

ავთანდილ ცინცაძე: ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს რომ აიძულებთ, გადმოვიდეს და თქვენს აქციას შემოუერთდეს - ეს არის ევროპა? - ნუ გახდებით ქვეყნის მტრების ბინძური საქმეების შემსრულებელი!

მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს და ახალგაზრდებს ვთხოვო, კარგად გააანალიზეთ სიტუაცია და მიხვდებით, ვინ და რა მიზნით აკეთებს საქმეს თქვენი ხელებით! ნუ გახდებით ქვეყნის მტრების (რადიკალური ოპოზიციის) ბინძური საქმეების შემსრულებელი! - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს.

1714725390