"ამას წინათ 3 “კიტრი” სერიოზული სახეებით იჯდა ერთერთ ქართულ ტელეეთერში და სერიოზულად განიხილავდნენ თემას, რომ ნუცას გასვლა მომდევნო ტურში იყო “ჩაწყობილი”, ვფიქრობ ჟიურის ამ გადაწყვეტილებამ შეგიცვალათ აზრი, “ კიტრებო”" - "ბრავო რეკორდსის" დირექტორი ზაზა შენგელია თავის სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძის უდიდეს წარმატებას ეხმიანება და იმ ფაქტს იხსენებს, როდესაც მას ერთ-ერთი ტელევიზიით აკრიტიკებდნენ.

"ჟიურის სამივე წევრი, გარდა იმისა, რომ უდიდესი მასშტაბის მუსიკოსები არიან და თავიანთ ქვეყანაში თავიანთი ქვეყნის ახალგაზრდობის კერპის შერჩევას ცდილიბენ და აბსოლუტურად მკაფიოდ აქვთ ეს გაცნობიერებული, არ დაჩაგრეს პატარა ქვეყნის ნიჭიერი კონკურსანტი და სამართლიანობის გამო, სწორედ მას გაუხსნეს გზა ფინალისკენ და დანარჩენ 8 ამერიკელს უარი უთხრეს კონკურსის გაგრძელებაზე.

ეს უდაოდ მათ უდიდეს პროფესიონალიზმზე და ამავდროულად ადამიანობაზე მიუთითებს ამას წინათ 3 “კიტრი” სერიოზული სახეებით იჯდა ერთერთ ქართულ ტელეეთერში და სერიოზულად განიხილავდნენ თემას, რომ ნუცას გასვლა მომდევნო ტურში იყო “ჩაწყობილი”, ვფიქრობ ჟიურის ამ გადაწყვეტილებამ შეგიცვალათ აზრი, “ კიტრებო” არც “კიტრული” მიდგომაა სწორი და არც გადამეტებული “ხბოს აღტყინება” და გადაჭარბებული მოლოდინები…ყველაფერში საჭიროა ზომიერება, თანმიმდევრულობა და პრაგმატიზმი , მით უმეტეს ეგეთ გიგანტურ კონკურსებში 

.როდის ჩატარდება მომდევნო ტური და რიგორი იქნება ხმის მიცემის წესი, მოგვიანებით დავწერ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უზარმაზარ წარმატებას. ნუცას გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებააYou Go Girl Nutsa Buzaladze - წერს ზაზა შენგელია.