ვულოცავ მთელ საქართველოს ნუცა გადავიდა ფინალურ ეტაპზე! ნუცამ 12 კონკურსანტის შესარჩევ ტურში შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის “And I Am Telling You” კინოფილმიდან “Dreamgirls”. - წერს ზაზა შენგელია.
ეს იყო ძალიან ძალიან ძლიერი, ემოციური, გამჭოლი და შთამბეჭდავი შესრულება თუმცა… ნუცა ვერ გადავიდა ხმების რაოდენობით და ის ერთ-ერთ სხვა ამერიკელ კონკურსანტთან ერთად ჟიურიმ, თავისი ორადგილიანი კვოტით გადაიყვანა მომდევნო ტურში …
ჟიურის წევრებიდან შეფასება ნუცას გამოსვლაზე გააკეთა მხოლოდ ლიუკ ბრაიანმა: “წარმომიდგენია, რამხელა წნეხის ქვეშ ხარ, შენ ეს გააკეთე ყველაზე მაგრად”
დასკვნა: ნუცას არ ეყო ხმები (მას გაუუქმეს VPN-ით და სხვა შემოვლითი გზებით მიღებული ხმები საქართველიდან და ევროპიდან) და ის ჟიურიმ თავისი კვოტით გადაიყვანა 12 ფინალისტს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნუცა მომდევნო ტურებში შემდეგში რომ გავიდეს, ამერიკელების კეთილგანწყობის მომხრობა და მათი ხმების მოპოვება სჭირდება. ამიტომ გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ: ფორუმებზე ნუ დაწერთ უხამს, უხეშ და აროგანტულ კომენტარებს ამერიკელების პოსტების ქვეშ, პირიქით მაქსიმალურად გამოხატეთ სითბო და მადლიერება მათ მიმართ. ბოლოსდაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს - ეს არის ხალხი, რომელიც ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში და განვითარებაში დაეხმარა
ერთი მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც უნიჭო კარინა დიანჯელომ ნუცას “გაუჩალიჩა” დუეტების ტურში, მძიმე და რაც მთავარია უსამართლო ტვირთად მოჰყვება ნუცას, მაგრამ სამწუხაროდ ამ მხრივ ვერაფერს გამოვასწორებთ…
ამის გადაწონვა მხოლოდ ნუცას საუკეთესო გამოსვლებით და საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოჩენით და ჩვენი კეთილგანწყობილი კომენტარებით შეიძლება მოხდეს…მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ნუცა ბუზალაძე პირველი უცხოელი კონკურსანტია მთელი პლანეტიდან, რომელიც ამ უაღრესად ავტორიტეტული და რეიტინგული ტელეპროექტის ფინალურ ეტაპზე გავიდა და ამერიკელებს უჭირთ გაითავისონ, რომ ეს კანონიერია და რომ American Idol-ში ამერიკელების გარდა, სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც შეიძლება მონაწილეობდნენ.
მათ მიაჩნიათ და სჯერათ, რომ ეს კონკურსი მხოლოდ Native ამერიკელების კონკურსია ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს, ამ დღეებში მე ისინი ახლიდან გავიცანი და დავაფასე. რა მაგარი ხალხია, როგორი პატრიოტები და შეყვარებულები თავიანთ სამშობლოზე და რამხელა სამუშაო გაწიეს, რომ ნუცა წინ წაწეულიყო ამ კონკურსში. უზარმაზარი მადლობა მათ და ნამდვილად ქედს ვიხრი მათ წინაშე Vaja Kachkachuri გეყურება ?
მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული, მინდა ვთხოვო, რომ კიდევ უფრო მოინდომონ, ვიცი რომ ისინი ძალიან უთანასწორო კონკურენციაში შევლენ მრავალმილიონიან ამერიკულ მისახლეობასთან და მათ ამერიკელ რჩეულებთან, მაგრამ სხვა გზა არ არის. ასე რომ Good luck ჟიურის სამივე წევრი, გარდა იმისა, რომ უდიდესი მასშტაბის მუსიკოსები არიან და თავიანთ ქვეყანაში თავიანთი ქვეყნის ახალგაზრდობის კერპის შერჩევას ცდილიბენ და აბსოლუტურად მკაფიოდ აქვთ ეს გაცნობიერებული, არ დაჩაგრეს პატარა ქვეყნის ნიჭიერი კონკურსანტი და სამართლიანობის გამო, სწორედ მას გაუხსნეს გზა ფინალისკენ და დანარჩენ 8 ამერიკელს უარი უთხრეს კონკურსის გაგრძელებაზე.
ეს უდაოდ მათ უდიდეს პროფესიონალიზმზე და ამავდროულად ადამიანობაზე მიუთითებს ამას წინათ 3 “კიტრი” იჯდა ერთერთ ქართულ ტელეეთერში და სერიოზულად განიხილავდნენ თემას, რომ ნუცას გასვლა მომდევნო ტურში იყო “ჩაწყობილი”, ვფიქრობ ჟიურის ამ გადაწყვეტილებამ შეგიცვალათ აზრი, “ კიტრებო” არც “კიტრული” მიდგომაა სწორი და არც გადამეტებული “ხბოს აღტყინება” და გადაჭარბებული მოლოდინები…ყველაფერში საჭიროა ზომიერება, თანმიმდევრულობა და პრაგმატიზმი .როდის ჩატარდება მომდევნო ტური და რიგორი იქნება ხმის მიცემის წესი, მოგვიანებით დავწერ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უზარმაზარ წარმატებას. ნუცას გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებააYou Go Girl Nutsa Buzaladze P.S. ყველაზე მეტად ნუცას ამ უდიდეს გამარჯვებას ვულოცავ საოცარ ქალბატონს, რომელიც ყველაზე ძალიან ნერვიულობდა ამ ღამეს, ნუცას დედას Nino Kankava -ას