თელავში, კაფე „გიშერი,, ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღეების ფარგლებში, პატრიარქის სულის პატივსაცემად, შეჭირვებულ მოქალაქეებს უფასო საკვებით გაუმასპინძლდება. ამის შესახებ ინფორმაცია კაფეს ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, ნადიკვრის ქუჩის N2-ში მდებარე ობიექტი მსურველებს საკუთარ სივრცეში მიიღებს და თითოეულ საჭიროების მქონე ადამიანს თბილ კერძს შესთავაზებს.
,,დღეს, როცა სევდაა ჩვენს გულებში, გვინდა სიკეთით ვუპასუხოთ.
კვირას, 22 მარტს, კაფე „გიშერში“ (ქ. თელავი, ნადიკვრის ქ. 2) ვუმასპინძლებთ გაჭირვებულ ადამიანებს უფასო საკვებით.
თუ ვინმეს სჭირდება ერთი თბილი კერძი და ადამიანური სითბო — ჩვენი კარი ღიაა.
თუ იცით ვინმე, ვისაც ეს დახმარება გამოადგება, გთხოვთ გაუზიაროთ.
„სიკეთე არის ის ძალა, რომელიც ყველაზე რთულ დროსაც კი ადამიანს ადამიანად ტოვებს.“ ილია-II!,, - ნათქვამია განცხადებაში.




