“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას და შესაბამისად, მთავრობასაც გულუხვად ედგა მხარში. ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე ეხმარებოდა ჯარსა და პოლიციას, აფინანსებდა სკოლების რეაბილიტაციასა და აღჭურვას, ხელფასებს უხდიდა საჯარო მოსამსახურეებს და ა.შ. ამ ყველაფერს სააკაშვილის რეჟიმი სრულიად თავხედურად საკუთარ თავზე იწერდა, რითაც რეჟიმი და მისი პატრონები კმაყოფილები იყვნენ და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიულ საბანკო ანგარიშს 2008 წლამდე არავითარი საფრთხე არ შეჰქმნია." - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"„კრედიტ სუისის“ მენეჯმენტმა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა 2008 წელს, ანუ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო, ივანიშვილი სააკაშვილს საბოლოოდ გაემიჯნა. თუმცა, მნიშვნელოვანია ქართულმა ბიზნესმა ამ გარემოებიდან არასწორი დასკვნა არ გამოიტანოს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბიზნესის რეკეტის სქემა 2004-12 წლებში საბოლოოდ პრაქტიკულად ყველა ბიზნესმენს მისწვდა.
დღესაც, თუ რომელიმე ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ სპეცსამსახურებს და მათ აგენტურას თანამშრომლობაზე მოუწერს ხელს და ამით საკუთარ ბიზნესს გადაარჩენს, ძალიან ცდება. აგენტოკრატიის დაბრუნების შემთხვევაში, ბიზნესის რეკეტის ცნობილი სქემა სრულად აღდგება და ის არავის დაინდობს, თანამშრომლობაზე ხელმომწერი ბიზნესმენების ჩათვლით. ამის კარგი მაგალითია დღევანდელი უკრაინა, სადაც ბიზნესის რეკეტის სქემა თანდათანობით ისეთივე მასშტაბებს იძენს, როგორიც მან საქართველოში 2004-12 წლებში შეიძინა.
ბიზნესის რეკეტის ეს სქემა თავის დროზე საქართველოშიც ამერიკელების მიერ იყო დალაგებული და სააკაშვილი და ადეიშვილი მას მხოლოდ აღასრულებდნენ. ამერიკული სპეცსამსახურების ხედვის მიხედვით, ქვეყანაში წარმატებული ადამიანი არ უნდა არსებობდეს. გამონაკლისია მათივე აგენტურა, თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისინი ბოლოს საკუთარ აგენტებსაც ძალიან უხეშად ექცევიან.
თუ წარმატებული ადამიანი პატრიოტიცაა, ის უკვე სპეცსამსახურების მთავარი სამიზნე ხდება. სწორედ ამიტომ ამოიჩემეს ამერიკულმა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც წარმატებასთან ერთად, პატრიოტიზმი მრავალმილიარდიანი ქველმოქმედებითა და 2012 წელს სამშობლოსთვის თავგანწირვით დაამტკიცა.
ყველას გვახსოვს, რომ პრეზიდენტობის დროს, სააკაშვილი მომღერალსაც, რეჟისორსაც და მსახიობსაც თავად არჩევდა. ესეც ამერიკული ხელწერაა, რომლის თანახმადაც საზოგადოებას არა რეალური ელიტა, არამედ მხოლოდ აგენტურით დაკომპლექტებული ფსევდოელიტა შეიძლება ჰყავდეს.
ამ ხელწერით მოქმედებენ ამერიკელები საკუთარ ქვეყანაშიც, სადაც მსხვილი ბიზნესი, საბანკო სექტორით დაწყებული და ჰოლივუდით დამთავრებული, არსებითად რამდენიმე ოჯახს ეკუთვნის და მათგან იმართება. საზოგადოებისთვის ცნობილი ე.წ. წარმატებული ბიზნესმენებიც მათი ნახელავია. ასე შექმნეს მათ, მაგალითად, ჯორჯ სოროსიც, რომელიც კრიმინალში გამოიჭირეს და მსოფლიო მასშტაბით საკუთარი პოლიტიკური გავლენებისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების სახედ და ინსტრუმენტად აქციეს. როგორც რამდენიმე წლის წინ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, ამერიკა აღარ არის დემოკრატია, არამედ ის იქცა ოლიგარქიად.
ხშირად გვხვდება მილიარდერების განცხადებები საკუთარი შემოსავლების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხვის შესახებ. ამ ფონდებიდან დახარჯული თანხები თვალით არავის უნახავს. მიზეზი მარტივია - სინამდვილეში, ეს ფონდები ოლიგარქიულ ოჯახებს ეკუთვნის და მათი მეშვეობით ისინი მათ მიერ მართულ ბიზნესმენებს აიძულებენ, საკუთარი მოგების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ოლიგარქიული ოჯახების ჯიბეში გადაამისამართონ.
ამერიკაში კულტურის სფეროს წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩართული ოლიგარქიული ოჯახების მიერ შექმნილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდაში. ჰოლივუდის მსახიობები ცერემონიულად ახდენენ საკუთარი შვილების ლგბტ ორიენტაციის აფიშირებას, დიდი ენთუზიაზმით უცვლიან მათ სქესს, ბიჭებს აცმევენ გოგოს, ხოლო გოგოებს ბიჭის ტანსაცმელს და ა.შ. ვინც იდეოლოგიას უპირისპირდება, საზოგადოებიდან გასარიყად არის განწირული. ეს ბედი გაიზიარა ათწლეულების წინ ჩარლი ჩაპლინმა, რომელსაც ამერიკიდან გადასახლებაც კი მოუწია და ანალოგიური ბედი გაიზიარა დღეს კანიე უესტმაც, რომელსაც ანტილიბერალური განწყობა არ აპატიეს, სოციალური ქსელებიდან გააძევეს და თითქმის ორმილიარდიანი ქონება უკვე ზუსტად ხუთჯერ შეუმცირეს.
ფსევდოლიბერალები განსაკუთრებული ჟინით ებრძვიან ოჯახის ინსტიტუტს და ქრისტიანობას და ცდილობენ შექმნან ზომბირებული საზოგადოება, რომელიც ოლდოს ჰაქსლისა და ჯორჯ ორუელის ნაწარმოებებში - „ახალ საოცარ სამყაროსა“ და „1984-ში“ ოჯახებისვე დაკვეთით არის აღწერილი. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ანგლიკანურ ეკლესიაში წამოწყებული სერიოზული მსჯელობა იმის შესახებ, რომ ღმერთი გენდერულად ნეიტრალური ფორმით უნდა იქნეს მოხსენიებული და მათ შორის „მამაო ჩვენოც“ გენდერულად ნეიტრალური ფორმულირებით უნდა შეიცვალოს.
ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროით ვერცერთმა იმპერიამ - მაკედონელის მიერ შექმნილი იმპერიით დაწყებული და საბჭოთა კავშირით დამთავრებული - ვერ შეძლო არსებობა. თვითმყოფადობისკენ მიდრეკილი ერები და საზოგადოებები საბოლოოდ ყოველთვის უპირისპირდებიან იმპერიალიზმს და მის დამარცხებას ახერხებენ. ეს კარგად იციან ოჯახებმა და სწორედ ამიტომ, მათი მთავარი საზრუნავი ერების, საზოგადოებებისა და ადამიანების ყოველგვარი იდენტობის, მათ შორის ეროვნული, რელიგიური და სექსუალური იდენტობის წაშლაა. მათი მიზანია, ადამიანები აქციონ ერთგვარ ბიოლოგიურ მასად, რომელიც უმარტივესად სამართავი და მანიპულირებადი იქნება.” - წერს ზაზა შათირიშვილი