"საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს უბედური შემთხვევა შეეხო",- სახალხო დამცველის აპარატი 19 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ფაქტს ეხმაყრება.

"სახალხო დამცველი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს და ამ მძიმე წუთებში ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს. 

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მაშველების მიმართ, რომლებიც ურთულეს და საფრთხის შემცველ პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდნენ ადამიანების გადასარჩენად." - ნათქვამია განცხადებაში.