ვატიკანში ქართული საგალობლები გაიჟღერებს. ხვალ, წმინდა აგათას ბაზილიკაში დაგეგმილი საღამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნება.
ამ განსაკუთრებული თარიღისთვის ემზადება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, რომელსაც დღეს გენერალური რეპეტიცია აქვს. ღონისძიება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით იმართება.
ხვალ ასევე მოეწყობა ფოტო გამოფენა, რომელიც ასახავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შეხვედრებს რომის პაპებთან საქართველოში მათი ვიზიტების დროს.








