საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის 2027 წლის ეკონომიკური პროგნოზი წარმოადგინა. ექსპერტების პროგნოზით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2027 წელს 5.7 პროცენტი იქნება, სომხეთში – 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანში კი 2.3 პროცენტი.

ამასთან, 2026 წლის პროგნოზით, საქართველოს მშპ-ს ზრდა 7.2 პროცენტი იქნება, სომხეთის 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანის კი 1.7 პროცენტი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უმუშევრობის პროგნოზებსაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2027 წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 2026 წლის მსგავსად 13.9 პროცენტი იქნება, სომხეთში 12.7 პროცენტი, აზერბაიჯანში კი 5.2 პროცენტი. 2026 წლის მაჩვენებლით სომხეთში უმუშევრობა 12.8 პროცენტზეა, აზერბაიჯანში კი 5.3 პროცენტზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი საქართველოში – 2026 წელს 5.4 პროცენტით და 2027 წელს 3.6 პროცენტით; სომხეთში 2026 წელს 4.6 პროცენტით და 2027 წელს 3.6 პროცენტით, ხოლო აზერბაიჯანში – 2026 წელს 5.8 პროცენტით და 2027 წელს 5.6 პროცენტით; არის განსაზღვრული.