ხვალიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით და პირიქით კომპანია „METRO georgia“-s ავტობუსი 5 ლარით ძვირდება და ნაცვლად 25 ლარისა 30 ლარი ეღირება.
როგორც კომპანიის ოპერატორმა „აიპრესს“ განუცხადა, ავტობუსის ბილეთის ღირებულების ეს ტარიფი ზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება.
„ბილეთის ფასი ხვალიდან 30 ლარი იქნება. აქამდე 25 ლარი ღირდა, ხვალიდან უკვე 30 ლარი ეღირება. მთელი ზაფხულის განმავლობაში ეს ფასი იქნება“, - გვითხრა კომპანიის ოპერატორმა.