ისტორიაში პირველად, პროექტი მთელს არეალს მოიცავს. სამუშაოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ მოინახულეს.

პროექტის დასრულების შემდეგ, 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მლნ ლარით ფინანსდება და 2026 წელს დასრულდება.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს