თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მე-18 ,,საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი" ჩატარდა. 

ფესტივალის დასკვნით საღამოში ორი მსოფლიო ვარსკვლავი - ავადაჯინ პრატი და ალექსანდრე კორსანტია მონაწილეობდა.

,,სააღდგომო ფესტივალი" ტრადიციულ ხასიათს ატარებს და თელავში უკვე მეექვსედ ჩატარდა. ფესტივალის დამფუძნებელია მანანა ხვედელიძე. ,,სააღდგომო ფესტივალი,, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.