ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, ხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.
არსებული ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში იყო აშენებული, ამორტიზებული იყო და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა, რის გამოც ახალი ხიდის მშენებლობა გახდა აუცილებელი.
ახალი ხიდი ერთმალიანი, ჭრილკოჭოვანი კონსტრუქციისაა. მისი სიგანე 14.6 მეტრს, ხოლო საერთო სიგრძე 31.7 მეტრს შეადგენს. ხიდს აქვს ორი სანაპირო ბურჯი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 768 900 ლარი შეადგინა.









