მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს, ეს გზა აირჩია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მიხეილ სააკაშვილისგან შესაბამისი მცდელობა გამოიხატება იმით, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და წონაში მკვეთრად დაიკლო.

„,მისი მიზანი არის სხვა - ჩემი სხვა. ჩემი მიზანია, პაციენტი კარგად იყოს, მისი მიზანია, მდგომარეობა ისეთი იყოს, რომ დამძიმდეს და გაათავისუფლებენ. რამდენიმე თვეა, რაც პაციენტი ჩვენს კლინიკაშია და სულ ამბობენ, კრიტიკულად მძიმეაო. ჩემი გამოცდილებით, 8 თვე კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ მინახავს. პაციენტის მდგომარეობა რომ არ დამძიმდეს, ყველაფერი ავუხსენი და ყველაფერზე უარს გვეუბნება“, - განაცხადა ექიმმა.