მე ძალიან მიჭირს მიხეილ სააკაშვილთან სტაფის შერჩევა. არავის უნდა, ყველას ეშინია. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„მე ძალიან მიჭირს მასთან სტაფის შერჩევა. არავის უნდა, ყველას ეშინია. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, ჩვენ გვეშინია, რადგან მაგალითად, ჩვენთან, ჰოლში ცხოვრობს რამდენიმე მხარდამჭერი ქალი, რომლებიც პერიოდულად ზემოთ ამოიპარებიან. ხან მკურნალ ექიმს ეძახიან „მკვლელო“ და „დასაჭერი ხართ“. ეს ქალბატონი თამარი შემორბის ჩემთან, სად არის დაცვა?! ვუთხარი, რა ვქნა, თამარ? უნდა გაუძლო. ეს არის ჩვენი ამ პროცესის ნაწილი. როგორი მოსასმენია, როდესაც ამ დროს სხვა პაციენტებს სინჯავ, ვიღაც ქალბატონი მორბის კივილით, გეძახის მკვლელს, დასაჭერია-დასახვრეტია. რასაც თამარი უძლებს, არ ვიცი, ამას რა ფსიქიკა ეყოფა?!“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.