ავიაკომპანია „ჯეოსქაის“ 20 თანამშრომელი უკვე თბილისშია. ამ დრომდე ქაიროში იმყოფება ავიაკომპანია „მაი ეარლაინსის“ 13 თანამშრომლები, რომლებსაც საქართველოში ხვალ დილით ჩამოიყვანენ.
საქართველოს მოქალაქეები სუდანის, დედაქალაქ ხართუმში სამუშაოდ იმყოფებოდნენ, სადაც 14 აპრილს სამხედრო დაპირისპირება დაიწყო.
საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ეგვიპტეში საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ეროვნული ლაბორატორიიდან, რომელშიც პოლიომიელიტის, წითელას და ქოლერას ნიმუშებია, მებრძოლებმა გამოაგდეს ყველა თანამშრომელი და ამჟამად ლაბორატორია მათი სრული კონტროლის ქვეშაა და გამოიყენება როგორც სამხედრო ბაზა.
სუდანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნიმა საიდ აბიდის თქმით, მას ლაბორატორიაში მებრძოლთა შესვლის შესახებ ორშაბათს, აშშ-ს შუამავლობით სუდანელ გენერლებს შორის 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე სატელეფონო ზარით აცნობა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა. აბიდს არ დაუკონკრეტებია დაპირისპირებულ მეომართა რომელი ჯგუფი აკონტროლებს ლაბორატორიას.
„არსებობს უზარმაზარი ბიოლოგიური რისკი, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორიის ოკუპაციასთან”, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ინფორმაციით, რომელი 21 აპრილს გამოქვეყნდა, სუდანში 413 ადამიანი დაიღუპა და 3551 დაშავდა
ჯანმო-მ ამ დრომდე დააფიქსირა 11 თავდასხმა ჯანდაცვის დაწესებულებებზე ქვეყანაში და მოითხოვა ასეთი თავდასხმების შეწყვეტა, განაცხადა სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.
UNICEF-ის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა თქვა, რომ სულ მცირე ცხრა ბავშვი დაიღუპა ბრძოლებში და 50-ზე მეტი დაშავდა.