📢 სსიპ - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების საჯარო კონკურსი დასრულდა.
საგრანტო განაცხადების განმხილველმა საბჭომ გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივები გამოავლინა. თითოეული მათგანი 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს.
გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივების საერთო ბიუჯეტი 1,657,775 ლარს შეადგენს.
სამოქალაქო ინიციატივები შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს მოიცავს:
✅ შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა
✅ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
✅ სპორტის განვითარება
✅ განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა
✅ რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა
✅ შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა
✅ დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დებულების თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.
🔗 გამარჯვებული განაცხადების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/F1gGP - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში











