შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის მოადგილედ პოლიციის ლეიტენანტი გიორგი სახოკია დაინიშნა.

ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ( 2025 წელი)

2025 წელი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორი

2021-2025 წლებში - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, დირექტორის მრჩეველი

2021 წელი - სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში

2020-2021 წლებში - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

2019-2020 წლებში - საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი

2018-2019 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი

2015-2018 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი

2015 წელი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე

2014-2015 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე

2013-2014 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

2007-2012 წლებში - სს „სილქნეტში“ სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე

2001-2007 წლებში - შპს ,,Land Software Design“-ის იურისტი