დღეს დილით, ტაძარში პირველი წირვა გაიმართა, რომელსაც შემოქმედის ეპარქიის მეუფე იოსები აღავლენს. ტაძრის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.  

"თქვენ იცით, რომ წმინდა ბარბარე ერთ-ერთი ძლიერი წმინდანია და განსაკუთრებით ბავშვების მფარველი წმინდანი. ჩვენს ეპარქიაში არის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი, ეს ამ წმინდანის სახელობის მეორე ტაძარია, რაც ძალიან სასიხარულოა. ტაძარი საკმაოდ კარგ და ლამაზ არქიტექტურაშია აშენებული. ტაძრის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ქრისტიანების, მორწმუნე ხალხის, მართმადიდებლების შეკრების ადგილი, სადაც ადამიანები იღებენ ზიარებას. ღვთისა და ადამიანის კავშირი ხდება ზიარებით. ვულოცავ ამ ტაძრის გახსნას სრულიად საქართველოს წმინდა ბარბარეს მადლი ფარავდეს ყველა ქრისტიანს." - გვითხრა შემოქმედის ეპარქიის მეუფე იოსებმა.