სოხუმის დაცემის 32 -ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.