ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ამ შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციის გამოყენება სამომავლო პრიორიტეტებისა და სამუშაო გეგმის დასახვაში.

ბათუმის მერობის კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. „ვფიქრობთ, ახალი ინსტრუმენტების შემოღებას და პროგრამის უფრო დახვეწას. გადაწყვეტილი გვაქვს, ჩვენს გუნდთან ერთად, ჩავატაროთ შეხვედრები მოსახლეობასთან, რომლებიც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, მოვუსმინოთ მათ და ამ შეხვედრების შემდეგ უკვე დავსახოთ ის გეგმა, რომელიც უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს პროცედურებს“, - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.

ბათუმის მერობის კანდიდატის ინფორმაციით იგეგმება სიახლეები საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. პირველ რიგში გაგრძელდება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია. ასევე, პროექტირების პროცესშია ბათუმის შემოსასვლელი გზის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანსპორტო მოძრაობას გვირაბებიდან საბაგირომდე.

როგორც ბათუმის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, წინა წლებთან შედარებით, ბათუმში საერთაშორისო რეისების რაოდენობა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მისი თქმით, ტურისტული მიმართულებების ზრდასთან ერთად, აუცილებელია ქალაქის ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული და ხარისხიანი განვითარება, რათა ტურისტული და ურბანული განვითარება თანაბარ ტემპში