საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება. 

ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სინოდის დღევანდელი სხდომა ეღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას.

„სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია, ეს იქნება სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო კომისია. განისაზღვრება ამ კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში, შემდეგი სინოდის სხდომა კი, გაიმართება 24 აპრილს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.