შუახევში ხეზე რქით გაჭედილი ჯიხვი მაშველებმა გადაარჩინეს (ვიდეო)

1578490172
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიჭაურის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველებმა გარეული ჯიხვი გადაარჩინეს.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცხოველი კლდეზე იყო ჩარჩენილი. ჯიხვი ხეზე რქით გაიჭედა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა:
ცხოველი კლდეზე იყო ჩარჩენილი. ჯიხვი ხეზე რქით გაიჭედა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
ადგილზე დასახმარებლად იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შუახევის სამმართველოს თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა ჯიხვი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს და გაუშვეს.
მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება."
https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/2609645829269965/?epa=SEARCH_BOX