სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა.

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.