საქართველოს მოქალაქის, ტრანსგენდერი ქალის, ანტვერპენში მცხოვრები ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს ბელგიის პოლიცია ამ ეტაპზე არ ადასტურებს - ამის შესახებ "აიპრესს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გუშინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში საქართველოს მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.
ცნობისთვის, ანტვერპენში მცხოვრები ლიზა ქისტაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე "აიპრესი" გუშინვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სადაც განგვიცხადეს "საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას".