ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში საქართველოს მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.
ანტვერპენში მცხოვრები ლიზა ქისტაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე "აიპრესი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
უწყების ინფორმაციით, "საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუციას".