საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი მირცხულავა და ბექა დავითულიანი ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის დირექტორ მირენ არზალუზისა და კურატორ ლუჩია აგირეს შეხვდნენ.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის დირექტორის წარმომადგენელი საქართველოში ირაკლი ფურცხვანიძე.