საქართველოში კორონა ვირუსი 12 წლის ბავშვს დაუდასტურდა

1583874563
ამის შესახებ "აიპრესს" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც ახალი კორონა ვირუსი ბავშვს აღმოაჩნდა.
ცნობისთვის, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა; კარანტინის რეჟიმში – 126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46.