მადლიერნი ვართ ღვთისა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში, რომლითაც ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავენ.
„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადებიდან 93-ე წელს.
იგი თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით ჭეშმარიტი მაგალითია ქრისტეს რწმენის ერთგულებისა და სათნოებებისა.
მადლიერნი ვართ ღვთისა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა.
ინებოს უფალმა, რომ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს ჭეშმარიტებისა და ქართველი ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე”, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.











