საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.

პრეზიდენტი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

 როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველ ერს ილია მეორის ლოცვა, სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე აძლიერებს.

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 93 წლის გახდა.