ანალიტიკურ პორტალ DeepState-ის მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 4336 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო, რაც უკრაინის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 0,72%-ია.
პორტალის ცნობით, დეკემბერში რუსეთმა 445 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო, რაც 12%-ით ნაკლებია, ვიდრე ნოემბერში იყო.
საერთო ჯამში, 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, ოკუპირებული ტერიტორიის ზრდამ, წინა წლებთან შედარებით, 7,463 კვადრატული კილომეტრი, ანუ მთლიანი ტერიტორიის 1.28% შეადგინა.
ოკუპაციის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით:
დნეპროპეტროვსკი – 0.6% (+0.6% ბოლო ერთი წლის განმავლობაში);
სუმი – 1.0% (+1%);
ხარკოვი – 4.7% (+1.3%);
ხერსონი – 72% (-);
ზაპოროჟიე – 74.8% (+2.1%);
დონეცკი – 78.1% (+10.6%);
ლუგანსკი – 99.6% (+0.6%).
2022 წელთან შედარებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიტუაცია შემდეგნაირად შეიცვალა:
დნეპროპეტროვსკი – 0% ► 0.6%;
სუმი – 0% ► 1%;
ხარკოვი – 1.9% ► 4.7%;
ხერსონი – 72% ► 72%;
ზაპოროჟიე – 72.8% ► 74.8%;
დონეცკი – 56.7% ► 78.1%;
ლუგანსკი – 97.9% ► 99.6%.
DeepState-ის ცნობით, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 116 165 კვადრატული კილომეტრი, რაც უკრაინის მთელი ტერიტორიის 19,25%-ს შეადგენს.




