სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
ღონისძიებას საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“ თბილისის 30-ე სკოლის ლიდერთა კლუბის წევრებთან ერთად ჩატარდა.
ადგილზე მისულებს ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, ასევე ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი დახვდათ.
ღონისძიება საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს მიეძღვნა. სამების ტერიტორიაზე საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხეც.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.




