სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს:

"📢 საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება.

✅ საქმის შესწავლით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 მაისის განაჩენის მიუხედავად, ტელეფონი მფლობელს ხუთი თვის შემდეგაც არ დაბრუნებია. მიზეზად სახელდება ექსპერტიზა, რომელიც ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, მაშინ როდესაც საქმეზე წარმოება დასრულებულია და განაჩენი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.

📌 სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობას და მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 21 მაისის განაჩენის აღსრულება, სამართლიანი ბალანსის პრინციპის შესაბამისად",- წერია განცხადებაში.