ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 65 წლის ქვეითი ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს დილით, სოფლის ცენტრალურ გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი სამსახურში მიდიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე დაიღუპა.
ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.




