სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავი ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვას, დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო. მანამდე, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში.

სოფელ დისველთან სამხედრო ვერტმფრენი 2 ივლისს, გეგმური სამხედრო სწავლების დროს ჩამოვარდა. შედეგად ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილი დაიღუპა.

შეგახსენებთ: სამხედრო სწავლების დროს საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა - ტრაგიკულად დაიღუპა ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი