კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს საღამოდან გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, სამგორის რაიონში, დასახლება საგური ველის მიმდებარედ გამავალ წყალსადენის 900 მმ-იან მაგისტრალზე, კომპანია დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

ამ მიზნით, დღეს, საღამოს 22:00 საათიდან ხვალ, 9 დეკემბრის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სამგორის რაიონის ქუჩებისა და დასახლებების ნაწილს, ასევე ზემო და ქვემო ფონიჭალასა და კრწანისის რაიონის რამდენიმე დასახლებას.