საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

"📣 მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
➡️ ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა. 
➡️ სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს.
⭕️ იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონდებლობის შესაბამისად.
⭕️ ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
⭕️ არ შესრულონ უკანონო დავალებები." - ნათქვამია საიას გავრცელებულ ინფორმაციაში.