საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 

საქართველო-რუსეთის ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები,  მსოფლიოს მასშტაბით, ომის მე -16  წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებენ.

შეგახსენებთ, 08.08.2008 - აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა