შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთლიანად გადავიდა ქართული მხარის მფლობელობაში - დღეიდან აღარ ვიკავებ რექტორის პოზიციას, ვრჩები უნივერსიტეტის დიდ გულშემატკივრად, რექტორის მოადგილის პოზიციაზე, - ამის შესახებ საფფეთ ბაირაქთუთანი სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მეგობრებო,
მსურს გაგიზიაროთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებული მიმდინარე სიახლეები. გაცნობებთ, რომ დღეიდან აღარ ვიკავებ რექტორის პოზიციას. აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ უნივერსიტეტს შეეცვალა დამფუძნებლები და პარტნიორები და მთლიანად გადავიდა ქართული მხარის მფლობელობაში. დამფუძნებლები გახლავთ უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორში მოღვაწე პირები, ხოლო რექტორის პოზიციას დაიკავებს ყველასათვის ცნობილი, ბ-ნი კახა შენგელია. გარწმუნებთ, რომ უნივერსიტეტი თავის საქმიანობას გააგრძელებს და მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ახალი მენეჯმენტითა და ხედვებით გაცილებით გაძლიერდება და განვითარდება.
მსურს გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისა და თანამშრომლობისათვის. ვრჩები უნივერსიტეტის დიდ გულშემატკივრად, რექტორის მოადგილის პოზიციაზე და გისურვებთ წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში!
პატივისცემით,
საფფეთ ბაირაქთუთან“