საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდგორობის დღესასწაული სპორტულ-კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.

სოფელ დიდგორში ტრადიციულ დოღსა და თავისუფალ ჭიდაობაში შეჯიბრება გაიმართა. გამარჯვებულებს საბურთალოს გამგებელმა, გიზო ვასაძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ სხვადასხვა სახის პრიზები და საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებაზე შესრულდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა - ხრიდოლი. ასევე, გაიმართა კონცერტი, სადაც მსმენელის წინაშე  ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებლები წარდგნენ.