ქართველი მსახიობი, რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა.
სოსო ჯაჭვლიანი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
მძიმე ავადმყოფობის შედეგად, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.