საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი, ზოგიერთ ადგილას 26 გრადუსამდეც დათბება
16 ივნისს ქუთაისში დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს.
წვიმიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმის ალბათობა საკმაოდ დიდია. ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს. +24 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანია ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +15, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.