ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „გარდიანი“ იუწყება.

კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს (MI-6) პირველად უხელმძღვანელებს ქალი, - წერს „გარდიანი“.  

ბლეიზ მეტრეველი, კარიერული დაზვერვის ოფიცერი, რომელიც სამსახურს 1999 წელს შეუერთდა, შემოდგომაზე შეცვლის სერ რიჩარდ მურს სააგენტოს მე-18 ხელმძღვანელის თანამდებობაზე.  

47 წლის მეტრეველი ამჟამად დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის იმ  დეპარტამენტის გენერალური დირექტორია, რომელიც ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზეა პასუხისმგებელი. იგი ადრე  დირექტორის დონის თანამდებობებს იკავებდა MI6-სა და MI5-ში, შიდა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის სააგენტოში.

რეზიუმეს სხვა დეტალების თანახმად, მან სოციალური ანთროპოლოგია კემბრიჯის უნივერსიტეტში შეისწავლა და კარიერის დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ოპერატიულ თანამდებობებზე მუშაობას მიუძღვნა.

2024 წლის 15 ივნისს დაჯილდოვდა წმინდა მიხეილის და წმინდა გიორგის ორდენით.



მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბლეიზ მეტრეველს ქართული ფესვები (Her surname is Georgian, reflecting her eastern European heritage - „ფაინენშელ ტაიმსი“) აქვს.

განახლება 10:28
თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალას დაემატა ინფორმაცია ბლეიზ მეტრეველის ორდენით დაჯილდოების შესახებ