საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი და 27 გრადუსამდე დათბება. 

2 ივნისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს.

წვიმიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმის ალბათობა საკმაოდ დიდია. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს. +22 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანია ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.