გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

„3 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 4 ივნისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.