ბრიტანეთის საელჩოსთვის გრანტების გაცემაზე უარი არ გვითქვამს. ბრიტანეთის ელჩი ჩემთან იყო პირადად. გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ნათელი მოვფინეთ ყველა იმ რეგულაციას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ განათლების მიმართულება, ჰუმანიტარული დახმარება, ეკონომიკური მიმართულებები, სრულიად „ფარას“ ვალდებულებისგან თავისუფლდება. რაც შეეხება თვითონ გრანტის ხარჯვით ნაწილს, ეს არ არის ანტიკორუფციული ბიუროს დისკრეცია. ამას წყვეტს მთავრობა. მთავრობას უნდა მიმართოს. მთავრობისგან უნდა აიღოს თანხმობა გრანტის ხარჯვის ნაწილთან დაკავშირებით. ჩვენ გვეკისრება მისი კონტროლი, რამდენად სწორად, ასე ვთქვათ, მიზნობრივად იხარჯება აღნიშნული თანხები. მე ვერც კის ვეტყოდი და ვერც უარს თანხმობასთან დაკავშირებით, ეს არის მთავრობის დისკრეცი.
ჩვენთან შეხვედრის მიზანი იყო, ჩვენი პოლიტიკის შესახებ გაგვეცნო, მათთვის იყო საინტერესო, ეს მათი ინიციატივით მოხდა და ძალიან კარგი, პირიქით, მივესალმები. ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარე დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან. ასევე, უნდა აღინიშნოს,რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ოფიციალური ნოტით დიპლომატებს ეცნობათ იმ შეღავათებთან დაკავშირებით, იმ თავისუფლებასთან დაკავშირებით, რასაც „ფარას“ კანონი ადგენს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა ეს ინფორმაცია მათთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.