კერძო საბავშვო ბაღები მშობლებს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. თუკი მშობელს შესაბამისი ბიუჯეტი გააჩნია საკუთარი მოთხოვნისა და სურვილის შესაბამისი ბაღის შერჩევა რთული ნამდვილად არ არის. კერძო ბაგა-ბაღებში ფასები დიფერენცირებულია. გადასახადი დადგენილია როგორც მომსახურების ხარისხის მიხედვით, ასევე უბნების გათვალისწინებითაც. ცენტრალურ უბნებში პრესტიჟულ ბაღებში 350-450 დოლარის გადახდა მოგიწევთ თვეში, გარეუბნებში კი ფასები შედარებით დაბალია.
„აიპრესი“ გთავაზობთ 10 კერძო ბაღის სიას:
1. კერძო ბაგა-ბაღი „რედიქსი". მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 09:00 - 19:00 საათამდე. თვეში – 350 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში); ერთიანი გადახდის შემთხვევაში თანხა 3000 დოლარია. 2 ეტაპად გადახდის შემთხვევაში თანხა ორ ნაწილად იყოფა. ბაღი მშობლებს 2 სახის მომსახურებას სთავაზობს: 09:00-დან 19:00 საათამდე სრული დღე და ნახევარდღიანი შეთავაზება 09:00-დან 15:00 საათამდე, ამ შემთხვევაში ფასები განსხვავებულია. ნახევარი დღის შემთხვევაში ტარიფი 2000 დოლარია ერთიანი გადახდის შემთხვევაში, 2 ეტაპად გადახდის შემთხვევაში 2500 დოლარი, შესაძლებელია ყოველთვიურად 250 დოლარის გადახდა.
სასწავლო პროგრამები შერჩეულია ბავშვების ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ოთახები უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით და აღჭურვილია ევროპის წამყვანი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანიების მიერ მიწოდებული ეკოლოგიურად სუფთა ინვენტარით. მშობლებს მთელი დღის მანძილზე შეუძლიათ ბავშვებისთვის თვალყურის „ონლაინ" დევნება.
2. თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) განკუთვნილია 4 ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებისათვის (2-3 წელი, 3-4 წელი, 4-5 წელი და 5 + (სასკოლო მზაობის პროგრამები). აკადემიის სკოლამდელი აღზრდის პროგრამა აკმაყოფილებს, როგორც ადგილობრივ, ასევე ბრიტანულ სტანდარტებს, პროგრამა ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებას, მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. იგი ორიენტირებულია ბავშვის გონებრივ, სოციალურ, ემოციურ, ფიზიკურ, შემეცნებით, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდაზე. აქვთ როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი ჯგუფები. წლიური გადასახადია 4800 ლარი, თვეში 480 ლარი. მუშაობს სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, 09:00-დან 19:00 საათამდე.
3. საბავშვობაგა-ბაღში “ქინდერვილი”,450 ლარია ყოველთვიური გადასახადი, სადაც ბავშვებს წლინახევრის ასაკიდან იღებენ. უნიკალური მდებარეობა შუა გულპარკში, ჯანმრთელი კვება არაგენმოდიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, დაცული და უსაფრთხო გარემო პატარისათვის, სპორტული აღზრდა, მრავალი სხვადასხვა კლუბი პატარების შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებისათვის, ენერგიული და კრეატიული აღმზრდელების გუნდი.
4. იუჯი ბაღი - საქართველოს უნივერსიტეტის საბავშვო ბაღი. გადასახადი 400 ლარია თუ ბავშვი შუა დღისით არ იძინებს, სხვა შემთხვევაში 450 ლარი. 08:30 საათიდან მუშაობს 19:00 საათამდე. ყველა ოთახშია ვიდეოთვალი, მშობელს შეუძლია ყოველთვის უყუროს თავის შვილს. მინიმუმ სამჯერადი კვება. მუშაობენ სპეციალისტები, ფსიქოლოგები, შაბათ-კვირას დასვენებაა. ბაღი ფუნქციონირებს სექტემბრიდან ივლისამდე, ივლისში საზაფხულო ჯგუფებიც გახსნილი.
5. სკოლამდელი განათლების აკადემია „წიგნიერში" 1 თვის გადასახადი 350 ლარი. ბაგა-ბაღი „წიგნიერი“ იღებს 1,5-7 წლამდე ასაკის ბავშვებს.
6. ქართულ-ინგლისური ბაგა–ბაღი (teedy) 7თვიდან იღებს პატარებს. 300 ლარი 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 3 წლიდან ზემოთ 260 ლარი. ბაღი მუშაობს 08:30–20:00 საათამდე შაბათის ჩათვლით, მათ შორის, მთელი ზაფხულში.
7. ბაგა-ბაღი „ციცინათელა“ ბავშვების მიღებას 2 წლიდან იწყებს. ბავშვები სწავლობენ უცხო ენას, ცეკვას, ხალხურ და საესტრადო სიმღერებს, დედაენის საფუძვლებს, სახალისო მათემატიკას. ბავშვებთან მუშაობს ფსიქოლოგი, მუდმივად იმყოფება ექიმი, დღის მანძილზე ბავშვები უზრუნველყოფილი არიან 3 ჯერადი კვებით. ღირებულებაა თვეში 300 ლარი.
8. ბაგა-ბაღი "ბალუ" ფუნქციონირებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე. გადასახადი თვეში - 250 ლარია.
9. კერძო საბავშვო ბაღი მუხიანში „ბაო-ბაო“ ბავშვებს წლინახევრიდან იღებს. გადასახადი 200 ლარია, 09:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს. თანხაში შედის სამჯერადი კვება. როგორც ბაღში ამბობენ, განსაკუთრებულადაა დაცული ჰიგიენის ნორმები და აქვთ მრავალფეროვანი პროგრამა. მუშაობენ 10 თვე სექტემბრიდან ივნისის ბოლომდე.
10. კერძო ბაღ „ცეროდენაში“ (გლდანი) გადასახადი თვეში 180 ლარია. სამჯერადი კვება, პროგრამა ინგლისურის გაძლიერებულ შესწავლას ითვალისიწნებს. ბავშვები ბაღში 09:00 საათიდან 18:30-მდე არიან ბაღში. შაბათ-კვირას დასვენებაა. ბაღი მუშაობს სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, თუმცა მოტხოვნის არსებობის შემთხვევაში - ივლისშიც.