ქუთაისში მუნიციპალურ ავტობუსში კონტროლიორმა მგზავრს უკბინა. კონფლიქტი ერთ-ერთ შიდა საქალაქო  ტრანსპორტში მოხდა. 

კონტროლიორმა მოქალაქეს მგზავრობის საფასურის გადახდისკენ მოუწოდა რის შემდეგაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.

კონფლიქტის დროს კონტროლიორმა მგზავრს უკბინა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია.