პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმერ კახაძის წიგნის - „ანამნეზის ამნეზია და ამნეზიის ანამნეზი“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში თავმოყრილი ლექსები და მოსაზრებები, ავტორის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს მოიცავს.

„თქვენს წინაშეა ჩემი ცხოვრების ვირტუალური ანამნეზი - „ანამნეზის ვიტე“ ანუ წიგნი. თუ დაკვირვებით გაეცნობით  გაიგებთ ჩემი ავადობის მიზეზს. ავადობის, რომლის განკურნება მხოლოდ დროისთვის მიმინდია“, - განაცხადა ავტორმა პრეზენტაციაზე.

რიგით მეოთხე წიგნის გამოცემა ვლადიმერ კახაძეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ მიულოცეს. გამომსვლელებმა საკანონმდებლო პროცესებში მისი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ასევე ხაზი გაუსვეს ვლადიმერ კახაძის პროფესიულ ღვაწლს.

წიგნის პრეზენტაციას ავტორის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი კოლეგები დაესწრნენ.