ევრო 2024-ზე პირველი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.

A და B ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული შვეიცარიელების და იტალიელების შეხვედრაში შვეიცარიელებმა დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.  

ხორვატიასთან 90+8 წუთზე გატანილი გოლის წყალობით მერვედფინალში გასული იტალიის გუნდისთვის ჩემპიონატი დასრულდა.

შვეიცარია - იტალია 2:0(1:0)
გოლები: რემო ფროლერი 1:0, 46' რუბენ ვარგასი 2:0

მეოთხედფინალში შვეიცარია ინგლისსა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.